WebQuest
მოგესალმებით,დღევანდელი ჩემი პოსტი ეხება WebQuest-ს და მის მნიშვნელობას სწავლების პროცესში. WebQuest-ი არის მნიშვნელოვანი სასწავლო ინსტრუმენტი,რომელიც საკმაოდ ეფექტურია პროექტებზე მუშაობის პროცესში.ის გვეხმარება,გავაცნოთ მოსწავლეებს პროექტის მიზანი,მისი აქტუალობა და დანიშნულება,მივცეთ მითითებები,რჩევები. მოსწავლეებს ასევე შეუძლიათ გაეცნონ გარკვეული პროექტის შეფასების კრიტერიუმებს და უფრო გულდასმით იმუშაონ პროექტზე,რათა სრულყოფილი სახე მისცენ მას.
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება,ეს არის სწავლების ისეთი სახე,რომლის დროსაც მოსწავლეებს ვაძლევთ გარკვეულ საკითხს და ვთხოვთ,რომ თავად იმუშაონ ამ საკითხზე: დასვან კითხვები,ეძიონ პასუხები,თუ ვერ მიიღებენ დამაკმაყოფილებელ პასუხებს,ხელახლა ჩაუღრმავდნენ საკითხს და ისე მივიდნენ ჭეშმარიტებამდე. WebQuest-ი ასევე ეფექტურია პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების დროსაც.
მე შევქმენი ჩემი პირველი webQuest-ი,რომლის ლინკსაც გაგიზიარებთ. აი,ისიც:
http://zunal.com/webquest.php?w=352375
Comments
Post a Comment