Posts

Showing posts from April, 2017

შეფასების რუბრიკა

Image
მოგესალმებით კიდევ ერთხელ და გთავაზობთ ჩემს მიერ შედგენილ შეფასების რუბრიკას: http://rubistar.4teachers.org/index.php?screen=ShowRubric&rubric_id=2690146&

WebQuest

Image
მოგესალმებით,დღევანდელი ჩემი პოსტი ეხება WebQuest-ს და მის მნიშვნელობას სწავლების პროცესში. WebQuest-ი არის მნიშვნელოვანი სასწავლო ინსტრუმენტი,რომელიც საკმაოდ ეფექტურია პროექტებზე მუშაობის პროცესში.ის გვეხმარება,გავაცნოთ მოსწავლეებს პროექტის მიზანი,მისი აქტუალობა და დანიშნულება,მივცეთ მითითებები,რჩევები. მოსწავლეებს ასევე შეუძლიათ გაეცნონ გარკვეული პროექტის შეფასების კრიტერიუმებს და უფრო გულდასმით იმუშაონ პროექტზე,რათა სრულყოფილი სახე მისცენ მას. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება,ეს არის სწავლების ისეთი სახე,რომლის დროსაც მოსწავლეებს ვაძლევთ გარკვეულ საკითხს და ვთხოვთ,რომ თავად იმუშაონ ამ საკითხზე: დასვან კითხვები,ეძიონ პასუხები,თუ ვერ მიიღებენ დამაკმაყოფილებელ პასუხებს,ხელახლა ჩაუღრმავდნენ საკითხს და ისე მივიდნენ ჭეშმარიტებამდე. WebQuest-ი ასევე ეფექტურია პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების დროსაც. მე შევქმენი ჩემი პირველი webQuest-ი,რომლის ლინკსაც გაგიზიარებთ. აი,ისიც: http://zunal.com/webquest.php?w=352375

საძიებო სისტემები და მათი გამოყენება; ონლაინ კითხვარები

Image
ამ თემის გაცნობის  შედაგად,მე ვისწავლე,თუ როგორ შევინახო მოძიებული ინფორმაციის ლინკი,მაშინ,როდესაც თან არ გვაქვს არც კომპიუტერი და არც მახსოვრობის ბარათი.  delicious.com ამის საუკეთესო საშუალებაა. მე გაგიზიარებთ ჩემს მიერ მოძიებულ ინფორმაციებს,რომელთა ლინკები აღნიშნულ  საიტზე მაქვს შენახული. https://del.icio.us/tamuna089 გარდა ამისა,მნიშვნელოვანი და სასარგებლო ინფორმაცია მივიღე ონლაინ კითხვარების და მათი შედგენის თაობაზე,თავადაც შევადგინე კითხვარი,რომელიც შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ლინკზე https://docs.google.com/a/pes.tsu.edu.ge/forms/d/16el_gOf1lXgeY6Z1NNKMRv2MfauT2jjIwtUcTDsOAzY/edit

რა არის მულტიმედია საშუალებები?

Image
    სიტყვა "multimedia" მომდინარეობს ინგლისურიდან - "multi" ნიშნავს ბევრს და "media" საშუალებას. ამ განმარტებიდან გამომდინარე,ჩემი აზრით,მულტიმედია საშუალებები არის გზა იმისა,რომ მიიღო უამრავი ინფორმაცია ტექსტური,ვიზუალური თუ ხმოვანი ფორმით. ეს არის გზა იმისა,რომ არა მარტო მიიღო ინფორმაცია,არამედ თავადაც გასცე ის. მულტიმედიას შეიძლება ჰქონდეს მარტივი სახე ანუ მაგალითად მხოლოდ ტექსტის ან სურათის სახით იყოს წარმოდგენილი,მაგრამ შესაძლებელია მათი გაერთიანებაც,მაგალითად,ტექსტის,სურათის და ხმის შერწყმა.  რაც შეეხება ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს (ისტ) -   ეს არის ტექნოლოგიები,რომლებსაც ვიყენებთ როგორც ინფორმაციის მოსაძიებლად,ასევე საკომუნიკაციოდაც. ისტ შესაძლებელია გამოვიყენოთ გაკვეთილზე,როდესაც გვსურს,რომ მოსწავლეებს მივაწოდოთ ვიზუალური ან თუნდაც ხმოვანი ინფორმაცია. ისტ-ის გამოყენება ასევე ეფექტურია საშინაო დავალების მიცემის დროს. შესაძლებელია მოსწავლეებს ისეთი დავალება მივცეთ,რომელიც მოითხოვს ან ტექსტის აკრეფას,ან ინფორმაციის მოძიებას კომპიუტე...