Posts

Showing posts from May, 2017

1 კომპიუტერიანი გაკვეთილი

Image
ჩემს დღევანდელ პოსტში,აღვნიშნავ,თუ როგორ ჩავატაროთ გაკვეთილი,თუ მხოლოდ ერთი კომპიუტერი გვაქვს და სხვა არაფერი. წარმოგიდგენთ გაკვეთილის გეგმასაც.   ჩვენს რეალობაში ჯერ კიდევ არის სოფლები,სადაც ძვირი ფუფუნებაა  სასწავლო რესურსები. რა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში? ყველა სკოლაში მოიპოვება კომპიუტერი და ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ის ისე,რომ საგაკვეთილო პროცესი სახალისო, დასამახსოვრებელი და რაც მთავარია შედეგიანი იყოს. ამისთვის უბრალოდ უნდა ვიცოდეთ კომპიუტერთან მუშაობა,ინტერნეტში რესურსების მოძიება და სახალისო პრეზენტაციის გაკეთება Power Point- ში. მე შემოგთავაზებთ ასეთი გაკვეთილის ჩემეულ გეგმას: http://e-learning.tsu.ge/mod/assign/view.php?id=42787    (იხ. გაკვეთილის გეგმის ფაილი)

Easy Test Maker

Image
ეს  საიტი საშუალებას გვაძლევს,შევქმნათ ონლაინ ტესტები და ქვიზები. ვფიქრობ ძალიან საინტერესო საიტია და მომავალში მას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემი მოსწავლეებისთვის ტესტების შესაქმნელად. ახლა კი გთავაზობთ ჩემს მიერ შექმნილ პირველ ონლაინ ტესტს: http://www.classroomclipboard.com/732283/Home/Test/D94A40A5029447489654A8DEC3164C8D კოდი: 4LTSBT5

PPT პრეზენტაცია

Image
რას ნიშნავს PPT პრეზენტაცია? ეს არის პრეზენტაცია,რომელსაც ჩვენ ვამზადებთ კომპიუტერული პროგრამის Power Point გამოყენებით. იმისთვის,რომ ჩვენი პრეზენტაცია საინტერესო და სახალისო იყოს,საკმაოდ ეფექტურია ამ პროგრამის გამოყენება,თუმცა,ამავე დროს გასათვალისწინებელია ის ფაქტიც,რომ სლაიდები არ უნდა იყოს ძალიან გადატვირთული,სლაიდზე ასახული ვიზუალური თუ ტექსტობრივი მასალა უნდა შეესაბამებოდეს პრეზენტაციის თემას,სლაიდზე არ იყოს დაწერილი ვრცელი ხასიათის ტექსტი და ა.შ. მე შევქმენი ჩემი PPT პრეზენტაციები,რომელთაგან ერთი ეხება განათლებას ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში,ხოლო მეორე - უილიამ შექსპირს.  ქვემოთ მოცემულია ლინკი,სადაც შეხვალთ და ჩამოტვირთავთ ფაილებს აღნიშნული  სახელწოდებებით: http://e-learning.tsu.ge/mod/assign/view.php?id=42644&action=view